ქართული ოცნების დეპუტატი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი გოგა გულორდავა კომიტეტის სხდომაზე იმყოფება, სადაც ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა და ჟურნალისტებს სხდომაზე არ უშვებდნენ.
„ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი, თუმცა მეორეს მხრივ შევხედოთ და გადავხედოთ ახლა კომიტეტის სხდომას, რომლის ნორმალურად ჩატარების საშუალება არ მიეცა კომიტეტის თავმჯდომარეს. ჟურნალისტებზე ძალადობა მიუღებელია. ჟურნალისტებსაც გაქვთ პასუხისმგებლობა, რომ ასეთ ქაოსში არ მიიღოთ მონაწილეობა, უზრუნველყოთ ნორმალური და ობიექტური გაშუქება და არა კომიტეტის საქმიანობისთვის ხელისშეშლა,“ - განაცხადა გოგა გულორდავამ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მედიის წარმომადგენლებს კომიტეტზე შესვლის უფლება მისცა.